ჩვენი ფორუმი: ბახტრიონის ბრძოლა 1659 - ჩვენი ფორუმი

Jump to content

გვერდი 1-დან 1

ბახტრიონის ბრძოლა 1659

#1 მომხმარებელი გასულია   sezani ხატულა

  • საპატიო წევრი
  • პიპპიპპიპ
  • View blog
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 3130
  • შემოგვიერთდა: 30-August 10

დაწერილია 27 January 2011 - 05:53 PM Share

ბახტრიონის ბრძოლა 1659

ბახტრიონის ბრძოლა 1659, XVII საუკუნე, ირანელ დამპყრობელთა წინააღმდეგ კახეთის აჯანყების გმირული ეპიზოდი. ამ აჯანყებას სათავეში ზაალ არაგვის ერისთავი, მისი ვაჟი ზურაბი, ლაშა და ელიზბარ ქსნის ერითავები და ბიძინა ჩოლოყაშვილი ედგნენ სათავეში. კახელების გარდა ამ აჯანყებაში მონაწილეობა მიიღეს თუშებმა, ფშავებმა და ხევსურებმა.
ოფიციალურ ისტორიოგრაფიაში მცირე ცნობებია შემონახული ამ ბრძოლების შესახებ, ზეპირსიტყვიერებაში კი მდიდარი მასალაა დაცული. აჯანყებულთა თავდასხმა ბახტრიონის ციხეზე, სადაც ყიზილბაშთა მთავარი ჯარი იდგა, როგორც ჩანს, ღამით, მტრისთვის მოულოდნელად მომხდარა. აჯანყებულები ამავე დროს თავს დაესხნენ ალავერდის მონასტრის გალავანში გამაგრებულ ყიზილბაშებს და სასტიკად დაამარცხეს ორივე ციხის მრავალრიცხოვანი გარნიზონი.
ამან ფაქტობრივად გადაწყვიტა აჯანყების წარმატება. ბახტრიონის ბრძოლაში მთავარი როლი კახეთის მთიელებმა - თუშ-ფშავ-ხევსურებმა შეასრულეს. ქართული ფოლკლორი ადიდებს ბრძოლის მონაწილე მთიელ გმირებს - თუშ ზეზვა გაფრინდაულს, ხევსურ ნადირა ხოშარაულს, ფშაველ გოგოლაურს.
ამ ბრძოლას ვაჟა-ფშაველამ მიუძღვნა პოემა "ბახტრიონი".

წყარო: ka.wikipedia.org


0

გვერდი 1-დან 1


სწრაფი გამოხმაურება

  

1 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი